20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ფოთში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ფოთში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები და მედიკამენტები შეიძინა.

პირველ ეტაპზე ფოთიდან უკრაინაში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტი საქართველოს რეგიონებში შეგროვილ 150 ტონაზე მეტ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად გააგზავნა, რომელიც დანიშნულების ადგილას უკვე ჩავიდა. ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესი კი მთელი საქართველოს მასშტაბით ისევ ხორციელდება.

 
დღის ამბები