19 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
კრემლის პოზიცია შერბილებულია - ალექსეი არესტოვიჩი

რუსეთთან მოლაპარაკების პროცესმა კონსტრუქციული დიალოგის ნიშნები შეიძინა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი საუბრობს. ანდრეი ერმაკის თქმით, "თუ რუსეთი იწყებდა ულტიმატუმების ენით, ახლა არის რთული, მაგრამ დიალოგი". მისივე თქმით, ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინა საკუთარი ტერიტორიის არც ერთ სანტიმეტრს არ დათმობს და ზელენსკი, რომ 2014 წელს პრეზიდენტი ყოფილიყო, უკრაინა ყირიმს არ დაკარგავდა.

კრემლის პოზიციების შერბილებაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩიც.

"კრემლის ამჟამინდელი პოზიცია შერბილებულია, მაგრამ მოლაპარაკებები სრულიად ცალკე და მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებას ამზადებს. როგორც გვესმის, ეს შეთანხმება განსაზღვრავს მშვიდობას და შემდგომ მომზადებას სრულიად შესაძლო მეორე რაუნდისთვის რამდენიმე წელიწადში. სტამბოლში მოლაპარაკებების დროს უკრაინამ ყველა ხაზით პოზიციები გაიუმჯობესა. გუშინ უკრაინა იყო ნეიტრალური სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ამ გარდამავალი ეტაპის შემდეგ, კი უკვე სახელმწიფო გარანტიებით. მოლაპარაკებათა ჯგუფი ძალიან რთულ საქმეს ასრულებს, მაგრამ კარგად. საკმარისია გადახედოთ რუსული გამოცემების რეაქციას, სადაც მხოლოდ ზიზღია,"- აცხადებს არესტოვიჩი.

დღის ამბები