23 იანვარი 2025,   05:50
ვრცლად
პროკურატურამ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. სასჯელი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

      "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ს.ყ.-მ მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანება მიაყენა ტ.კ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

      სამართალდამცველებმა ს.ყ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," – აცხადებენ უწყებაში.

      პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

      ამავე თემაზე
      დღის ამბები