19 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
WSJ : ომის დაწყებამდე შოლცმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას უნდა გამოეცხადებინა ნეიტრალიტეტი, ზელენსკიმ განაცხადა, რომ  უკრაინელების უმეტესობას ნატო-ში სურდა

შეეძლო თუ არა ზელენსკის რუსეთთან კონფლიქტის თავიდან არიდება - ამ თემაზე The Wall Street Journal ვრცელ სტატიას უძღვნის.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ გერმანიის კანცლერმა კონფლიქტის არიდება ბოლოს 19 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე სცადა. გამოცემის ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიუნხენში განუცხადა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ევროატლანტიკური მისწრაფებებზე, ნატო-ს წევრობაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, დასავლეთსა და რუსეთს შორის დადებული ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში.

როგორც The Wall Street Journal წერს, ამ შეთანხმებისთვის ხელი უნდა მოეწერათ ვლადიმერ პუტინს და ჯო ბაიდენს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფდნენ უკრაინის უსაფრთხოებას. გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკიმ უპასუხა შოლცს, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლებოდა ასეთი შეთანხმების დაცვის საკითხში და რომ უკრაინელების უმეტესობას სურდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. როგორც The Wall Street Journal წერს, უკრაინის პრეზიდენტის პასუხმა გერმანიის ოფიციალური პირების შეშფოთება გამოიწვია, რადგან მშვიდობის შენარჩუნების შანსები მცირდებოდა.

გამოცემა წერს, რომ ამის მიუხედავად, მათ სჯეროდათ, რომ პუტინი გააგრძელებდა სამხედრო ზეწოლას უკრაინის საზღვრებზე, რათა მოეხდინა ქვეყნის ეკონომიკის დასუსტება და შემდეგ მოეხდინა ოკუპაცია, თუმცა, პუტინმა რადიკალური ვარიანტი აირჩია.

დღის ამბები