20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
სტიქიის შედეგად დაზიანებული მოხუცთა თავშესაფრის რეაბილიტაცია დასრულდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მოხუცთა თავშესაფრის ("უზრუნველი სიბერე") რეაბილიტაცია დასრულდა.

მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შენობის სახურავი სრულად გამოიცვალა.

„თებერვალში ძლიერმა ქარმა შენობას სახურავი სრულად ახადა და კონსტრუქცია მთლიანად გზის სავალ ნაწილზე გადმოაგდო. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულია. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სამაშველო ჯგუფი, მერიის შესაბამისი სამსახურები, რომელთაც შეაფასეს ზარალი და მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდა შენობის კაპიტალური გადახურვა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ მალხაზ ბეგიაშვილს, ასევე მის მოადგილეს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ყველაფერი გააკეთა პრობლემის დროულად მოგვარებისთვის", - ამბობს თავშესაფრის წარმომადგენელი მარი ბოქოლიშვილი.

დღის ამბები