20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რომლის გამო თბილისში 2 ადამიანი მოკლეს, 5 კი დაჭრეს

კრიმინალური გარჩევა, რომელიც 2 ადამიანის მკვლელობით და 5-ის დაჭრით დასრულდა, სავარაუდოდ, ე.წ. კანონიერ ქურდებს და მათი ბიზნეს ინტერესების ირგვლივ არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. ეს არის არაოფიციალური ვერსია.

სახელდება კანონიერი ქურდების სახელები და გვარებიც, რომლებიც, "კურიერის" ინფორმაციით, საქართველოში არ იმყოფებიან. ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი არის დაჭრილებს შორისაც.

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაპირისპირება და სროლა იყო პოლიციამ მუშაობა უკვე დაასრულა თუმცა მომხდარზე შს სამინისტროს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

დაპირისპირებულ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის სახელდება ე.წ. კანონიერი ქურდების ირაკლი ყალიჩავასა და ლევან მარღიას სახელები.

ერთ-ერთი მათგანი, ე.წ. კანონიერი ქურდი ირაკლი ყალიჩავა, რომელიც წარმოშობით გალიდან არის, კრიმინალურ წრეებში "ირაკლი გალსკის" სახელით არის ცნობილი და მისი სახელი უკავშირდება ე.წ. ტაქსისტების რეკეტის საქმესაც. საუბარია იმ საქმესთან დაკავშირებით, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან დაახლოებული პირები აშანტაჟებდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს და მათ ძალავდნენ ფულს ე.წ. ობშიაკისთვის.

გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაჭრილი არის 5 ადამიანი, ხოლო 2 მოკლულია.

დღის ამბები