03 მაისი 2024,   08:24
ვრცლად
IT სპეციალისტების გუნდმა დრონებით მტრის 60 კმ-იანი კოლონა შეაჩერა - ვინ არიან ადამიანები, რომელთა გამოგონებას "რუსეთის ღამის კოშმარი" უწოდეს

უკრაინის მოქალაქეები შეიარაღებული ძალების დახმარებას და ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას არაერთი მეთოდით ცდილობენ, მათ შორის, განსაკუთრებული მეთოდები აქვთ IT სპეციალისტებს. უკვე 8 წელია მოქმედებს მოხალისე სპეციალისტების ორგანიზაცია"აერორაზვიტკა"(საჰაერო დაზვერვა). ეს არასამთავრობო ორგანიზაცია IT სპეციალისტებს და მოყვარულ ინჟინრებს აერთიანებს.

მათ, ამ დროის განმავლობაში, არაერთი ინოვაცია შეიმუშავეს, მათ შორის, დრონები, რასაც როგორც დაზვერვისთვის, ასევე მტრის სამხედრო ტექნიკაზე იერიშების მისატანად იყენებენ. ასე მათ, მაგალითად, კიევისკენ მიმავალი 60 კმ-იანი რუსული კოლონა შეაჩერეს.

მათ გამოგონებებს "რუსეთის ღამის კოშმარი" უწოდა ბრიტანულმა "გარდიანმა". "რუსეთის ღამის კოშმარში" მონაწილეობას ქალებიც იღებენ. მარინა ბოროზნა, რომელიც ტარასის უნივერსიტეტის ეკონომიკის სტუდენტი იყო, ახლა კი რუსეთის მძიმე ტექნიკას საჰაერო თავდასხმებით ანადგურებს. კიდევ ერთი ქალი, რომელიც აეროდაზვერვის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურია, ანგელია. იხსენებს, თუ როგორ შეუშალა ხელი "პატარა მოწყობილობამ" რუსეთის არმიას, დედაქალაქამდე მიღწევაში.

დრონის ოპერატორებს, ბრძოლის ველზე "ჯარისკაცების თვალებს" უწოდებენ. "ჯარისკაცის თვალების" მეთაური იაროსლავ ჰონჩარიაჰონჩარი ყოფილი სამხედროა, რომელიც აიტი მარკეტინგის კონსულტანტი ომის დაწყებამდე იყო. 24 თებერვლის შემდეგ, კი ყოფილი სამხედრო "აეროროზვიდკას" მეთაური გახდა. საკუთარი სამშობლოს დასაცავად პროფესიები გააერთიანა და შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა მტრის ადგილმდებარეობის შესახებ. რა დროსაც ქალაქ ივანკობთან 20-მდე ერთეული რუსული მძიმე ტექნიკა გაანადგურეს.

დრონებს, ოკუპანტების საჰაერო განადგურებაში და სამშობლოს დაცვაში სტარლინკი ეხმარება. დრონის ოპერატორები ინტერნეტ კავშირს, სწორედ ილონ მასკის აპარატურით, კოსმოსიდან იღებენ. "აეროროზვიდკას" გუნდა ილონ მასკს დახმარებისთვის, საჯარო მადლობა გადაუხადა.

დრონის ოპერატორები, ორგანიზაცია "აეროროზვიდკა"-ში 8 წლის წინ გაერთიანდნენ. ოპერატორების მთავარი მისია მიზანია უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებაში დახმარება. კერძოდ, მათი ძირითადი მიმართულებებია: თვალთვალი, სიტუაციური ცნობიერების გაუმჯობესება, ავტომატიზებული კონტროლის განხორციელება, ინოვაციური IT გადაწყვეტილებების შემუშავება, კიბერსივრცეში დავალებების შესრულება და სხვა ტექნიკური მიმართულებების გაუმჯობესებაა.

დღის ამბები