16 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
დავით ზალკალიანი აშშ-ში ელჩად ინიშნება

ცვლილებები მთავრობაში - დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ინიშნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებდა, ხოლო 2021 წლის 21 იანვრიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.

იქამდე, 2012 წელს ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ დაინიშნა. 2015 წელს საქმიანობა განაგრძო ახლად დაფუძნებულ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. 2016-2018 წლებში ზალკალიანმა კვლავ დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა.

დავით ზალკალიანი საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ილია დარჩიაშვილმა შეცვალა.

დღის ამბები