04 მაისი 2024,   12:54
ვრცლად
ზალკალიანს უზარმაზარი გამოცდილება აქვს, იმედი მაქვს ეფექტური ელჩი იქნება ვაშინგტონში - გრიგოლ ვაშაძე

საგარეო უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას ოპოზიცია ეხმაურება - პარლამენტის წევრი გრიგოლ ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ დავით ზალკალიანი აშშ-ში ეფექტური ელჩი იქნება. 

"ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს არ ვიცნობ, დიპლომატიურ სამსახურში ჩვენს დროს არ უმუშავია, ვერაფერ ვერ გეტყვით.

რაც შეეხება დავით ზალკალიანს, ის საკადრო დიპლომატი არის, უზარმაზარი გამოცდილება აქვს, 4 წლის განმავლობაში, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შეგშურდებათ ისეთი რაოდენობის ხარისხის და რაოდენობის ინფორმაცია მისდიოდა, ამიტომ, იმედი მაქვს რომ ეფექტური ელჩი იქნება ვაშინგტონში. საქართველოს როგორც არასდროს ისე სჭირდება ეფექტურად მომუშავე საელჩო შეერთებულ შტატებში," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება დანარჩენი ოპოზიციის შეფასებას, ენმ-ის წევრის ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, აშშ-ში საქართველოს ელჩად დავით ზალკალიანის დანიშვნა საერთოდ არაფერს ნიშნავს.

"საქართველოს ხელისუფლებას მკვეთრად გამოხატული საგარეო კურსი არ გააჩნია, ამიტომ რაღაც განსაკუთრებული მისიით აშშ-ში ზალკალიანის გაგზავნა წარმოუდგენელია. ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობებზე საკუთარი გარემოცვის დანიშვნას ცდილობს," - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები