04 მაისი 2024,   16:40
ვრცლად
ხმაური ხარაგაულში - ოპოზიციის მტკიცებით, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე უდიპლომოა და თანამდებობას კანონდარღვევით იკავებს  

ხარაგაულის საკრებულოში ხმაური იყო. ადგილზე სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო. დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მტკიცებით, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს დიპლომი არ აქვს და ის თანამდებობას კანონდარღვევით იკავებს.

ოპოზიციონერები თავმჯდომარეს მოუწოდებენ, წარმოადგინონ დიპლომი, წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს სხდომას არ ჩაატარებინებდნენ. დაპირისპირების გამო საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა და ოპოზიციის წევრები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

დღის ამბები