16 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადება მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად - კალაძე

თბილისის მერი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა.

"გავრცელებული მტკნარი სიცრუეა, თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში ჩვენი ქვეყნის გავლით კონტრაბანდის შეტანის თაობაზე. მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს მიზნად და ამის უკან ორი მეგობარი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები დგანან!" - წერს კახა კალაძე "ტვიტერის" გვერდზე.

ცნობისთვის, თბილისი ტყუილს უწოდებს კიევის ბრალდებებს. გუშინ უკრაინამ მორიგი პრეტენზია წაუყენა საქართველოს და განაცხადა, რომ "რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნის." მათ შორის, საუბარია სამხედრო დანიშნულების ტვირთზე. უფრო მეტიც, უკრაინა დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაც განიხილება.

დღის ამბები