30 აგვისტო 2026,   00:33
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილი დღეს კვლავ სასამართლოს წინაშე წარსდგება - ამჯერად საუბარია საქმეზე, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება.

ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს. დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

დაცვის მხარე პროცესზე გარკვეული შუამდგომლობების დაყენებას გეგმავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი აქვს მსჯავრდებულ პრეზიდენტს.

დღის ამბები