ფარმაცევტულ სფეროში ახალი რეფორმა განხორციელდა - 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის მიერ და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს.
სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება და რეფორმა 1 მაისამდე საპილოტე იქნება.
ცვლილებები ეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. რეცეპტი მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.