20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"კურიერი" ბუჩაში იმყოფება - ქალაქში განაღმვითი ოპერაციები მიმდინარეობს

"კურიერი" ბუჩაში იმყოფება, ქალაქში, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გაანადგურეს და სადაც რუსული ჯარის შეტევებს ბოლო მონაცემებით, 410 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ წუთებშიც ქალაქში გამნაღმვითი ოპერაციები მიმდინარეობს. საოკუპაციო ძალებმა დანაღმული ტერიტორიები დატოვეს. პარალელურად გრძელდება დაღუპულების და დაშავებულების ძებნა.

საოკუპაციო ძალები პირდაპირ ხვრეტდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. აღმოაჩინეს ცხედრები, მათ შორის ზურგს უკან შეკრული ხელებით. რუსი სამხედროები ქალაქს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ბუჩაში მომხდარი ომის დანაშაულების გამო, უკრაინა რუსეთს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს.

ბუჩაში "კურიერის" გადამღები ჯგუფი ლიკა ალელიშვილი და ნიკა ლეჟავა ცოტა ხნის წინ შევიდნენ, ქალაქში განადგურებულია ყველაფერი, არ მუშაობს კომუნიკაციები. "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი მასალას ცოტა ხანში მოგვაწვდის. უახლეს კადრებს "კურიერის" მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.


დღის ამბები