16 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
დღეს ნოე რამიშვილის დაბადების დღეა, მისი უანგარო მსახურება სამშობლოსა და საკუთარი ხალხისადმი მისაბაძი მაგალითია ყველა ჩვენგანისათვის - ირაკლი ღარიბაშვილი 

დღეს ნოე რამიშვილის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაბადების დღეა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"დღეს ნოე რამიშვილის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაბადების დღეა.

მისი თანამედროვენი, ნოე რამიშვილს მაშინდელ ხელისუფლებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად აღიარებდნენ. პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსმა, მან საკუთარი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობას, მისი ევროპული მომავლის განსაზღვრას მიუძღვნა. იგი თავდაუზოგავად შრომობდა ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისთვის, და ემიგრაციაში ყოფნის დროსაც, ძალისხმევას არ იშურებდა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამშობლოს თავისუფლებისთვის.

სწორედ ამ ფასეულობათადმი ერთგულებისა და ნოე რამიშვილის ღვაწლის აღიარება იყო, ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას, სამინისტროს შენობაში დიდი მამულიშვილის ბიუსტის გახსნა და თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის მისი სახელის მინიჭება.

ნოე რამიშვილის უანგარო მსახურება სამშობლოსა და საკუთარი ხალხისადმი მისაბაძი მაგალითია ყველა ჩვენგანისათვის, და ასეთად დარჩება მომავალი თაობებისათვის,"-  აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. 

 

დღის ამბები