მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულების საქმეზე. სასამართლო 4 პირის აღმკვეთზე იმსჯელებს. მეხუთეს, რომელსაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებენ, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაპირისპირებაში, რომელიც ორმხრივ სროლაში გადაიზარდა, 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დაკავების ოპერაციის ამსახველი კადრები "კურიერმა" ექსკლუზიურად გაავრცელა.
ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს მოითხოვენ. ამბობენ, რომ მყარი მტკიცებულებები არ არსებობს. მათ უკვე გადაეცათ საქმის მასალები, რაც შეიცავს როგორც ვიდეო, ისე აუდიო ჩანაწერებს, ასევე, გამოკითხულთა ჩვენებებს.
"საქმის მასალებითაც დგინდება, რომ სროლა განხორციელდა საწინააღმდეგო მხარისგან, დაცვის თანამშრომლები, რომლებსაც ევალებოდათ პასუხისმგებლობა, მათი დაცვის მყოფის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა, სწორედ ეს განახორციელა დაცვამ და ამას ემსხვერპლა ის ორი ადამიანი. ვფიქრობ, აქ დანაშაულის რაიმე ნიშანი არ არის, შესაბამისად, უნდა მიეცეს შესაბამისი შეფასება,"-აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი თამარ აბესაძე.
"პრაქტიკულად, არ არსებობს მტკიცებულებები მას ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას და მან ამ დანაშაულის შესახებ საერთოდ არ იცოდა, იმყოფებოდა გარე პერიმეტრზე არანაირ შემხებლობაში არ იყო შემთხვევის ადგილთან. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ არის უდანაშაულო, ბრალს არ აღიარებს და მოვითხოვთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს გირაო,"- აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა.