კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ჰოსტომელში დღეიდან, ერთკვირიანი "კომენდანტის საათი" ამოქმედდება. ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 7 აპრილს, დილის 6:00 საათზე დაიწყება და 14 აპრილის დილის 6:00 საათამდე გაგრძელდება, განაღმვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ დაბრუნებას დაეთმობა.
უკრაინის ხელისუფლება დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში მცხოვრებ მოსახლეობას კი ევაკუაციისკენ მოუწოდებს, მათი ინფორმაციით, ადგილზე მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი.