ძლიერი წვიმების გამო მეწყერი ჩამოწვა რაჭაში. შედეგად სოფლები სორგეთი და ღუნდა გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, მიმდინარეობს ალტერნატიული შემოვლითი საფეხმავლო გზის აღდგენითი სამუშაოები, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
სოფელში დღეს გეოლოგებს ელოდებიან, რომელთა კვლევისა და რეკომენდაციების საფუძველზეც ჩატარდება გზის რეაბილიტაცია.