29 აგვისტო 2026,   22:24
ვრცლად
სრული ბლოკირებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - აშშ ეკონომიკურ ზეწოლას ზრდის, რას ნიშნავს "ტკივილის გაძლიერება"

"ომი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვერდით დგომას" - ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი პუტინზე ეკონომიკურ ზეწოლას გაზრდის, უკრაინისთვის კი მხარდაჭერას განაგრძობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსების მიერ უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს ომის დანაშაულს უწოდებს.

"დარწმუნებული ვარ, ნახეთ სურათები ბუჩადან და კიევის გარე ტერიტორიიდან: ქუჩებში დატოვებული ცხედრები, როცა რუსული ჯარები უკან იხევდნენ, ზოგს თავში, ზურგზე ხელებშეკრულს ესროლეს. დახვრიტეს მშვიდობიანი მოქალაქეები, ცხედრები მასობრივ საფლავებში ჩაყარეს. ომის დანაშაულებზე ნაკლები არაფერი ხდება.

პასუხისმგებლიანი ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ, რათა ამ დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დააკისრონ. და ჩვენს მოკავშირეებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაპირებთ გავაგრძელოთ ეკონომიკური ხარჯების გაზრდა და პუტინისა და რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის გასაზრდელად ტკივილის გაძლიერება.

ჩვენ დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა პუტინზე," - აცხადებს ჯო ბაიდენი.

დღის ამბები