უკრაინაში ომის 44-ე დღეა. ბოროდიანკაში, შენობის ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანის პროცესი გრძელდება. ორი შენობის ნანგრევებში 26 ადამიანის ცხედარი ნახეს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ბოროდიანკაში არსებული ვითარება ბუჩაზე უარესია.
3 დღიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა ქალაქ ირპენში. უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთ სოფელში სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და მათი ცხედრები დაწვეს. ინფორმაცია ვრცელდება კრივოი როგთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში 16 წლის ორსული გოგოსა და 78 წლის პენსიონერის გაუპატიურების შესახებ. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსები ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვებს მასობრივად იტაცებენ. ლუგანსკის ოლქში კი ოკუპანტებმა ყველა სამედიცინო დაწესებულება გაანადგურეს.
პარალელურად, უკრაინული მხარე იუწყება ჩერნიგოვის რეგიონში, სოფელ გრემიაჩის გათავისუფლებაზე. ამასთან, დღეს უკრაინაში ავსტრალიის მიერ გაგზავნილ 20 ჯავშანმანქანას ჩაიტანენ. აქვე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს.