საკრებულოს ყოფილი დეპუტატი განაჩენის მოლოდინშია. სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი დღეს სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე თამთა თოდაძის ადვოკატი ამბობს, რომ მოპოვებული მასალები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები, მხოლოდ ილია ჯიშკარიანის ბრალეულობაზე მიუთითებს.