07 მაისი 2024,   12:25
ვრცლად
"ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან და ყველა განცხადების კომენტარს ვერ გავაკეთებ"- ირაკლი ღაიბაშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველა დონეზე მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის და უკრაინელი მეგობრების მიმართ. ამის შესახებ მან მედიასთან მარნეულში ყოფნისას განაცხადა.  

"ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ,"-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი მეგობრების მიმართ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს პროცესი გაგრძელდება.

"კიდევ და კიდევ უნდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, ჩვენი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, დავადასტურეთ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება,"-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილს ასევე დაუსვეს კითხვა ალექსი არესტოვიჩის განცხადებაზე, თუ რატომ არ მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია.

"ძალიან მძიმე განსაცდელი უდგათ, ომში არიან და ყველა განცხადების კომენტარს ვერ გავაკეთებ," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები