08 მაისი 2024,   04:54
ვრცლად
პრემიერის გადაწყვეტილებით, თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება

პრემიერის გადაწყვეტილებით, თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. საორგანიზაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

მიხეილ ჩხენკელმა სკოლა მოინახულა და უკრაინულენოვანი სექტორის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.

უკრაინელი ბავშვებისთვის უკვე მოწყობილია საკლასო ოთახები და გაწერილია საგაკვეთილო ბადე. საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შერჩეული არიან მასწავლებლები ყველა საგნისთვის. მათ შორის არიან როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები.

დღის ამბები