16 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში, სავარაუდოდ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ოკუპირებულ ცხინვალში, სავარაუდოდ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს.

"გვესმის, რომ იქნება მეორე ტური, გამომდინარე იქიდან, რომ ოქმების 96 პროცენტზე მეტი დამუშავებულია. არ არის ისეთი შენიშვნები, რაც არჩევნების შედეგზე გავლენას მოახდენდა. ამას ჩემი ოპონენტები აბსოლუტურად ეთანხმებიან, რაც მახარებს. როგორც ჩანს, მეორე ტური იქნება. ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ კანონის ფარგლებში. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მეორე ტურში გასვლა ალან გაგლოევთან ერთად, რადგან ეს ორი იდეოლოგიის ბრძოლაა და აქ არჩევანი ხალხის გადასაწყვეტია. პრეზიდენტი ის იქნება, ვისაც ხალხი ხმას მისცემს. ​ღირსეულად ვიღებ გამოწვევებს, მიჩვეული ვარ ბრძოლას, მთავარია სიმშვიდე," - განაცხადა ბიბილოვმა.

ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ბიბილოვს, ამ დროის მონაცემებით, ალან გაგლოევი დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე ოკუპირებული რეგიონის ე.წ.-მა საარჩევნო კომისიამ მხოლოდ ორი რაიონის პირველადი შედეგები გამოაცხადა - საუბარია კვაისისა და ჯავის ოლქებზე, რომლის მიხედვითაც გაგლოევს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.

დე ფაქტო საარჩევნო კომისია არაღიარებული არჩევნების შედეგებს დილის 11:00 საათზე გამოაცხადებს.

დღის ამბები