დღეს მოსამართლე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
ერთი-ერთი დაკავებულის, კავილაძის ადვოკატის განცხადებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები ასაბუთებს მხოლოდ იმას, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული დაფარა და მას მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის.
ოჯახის პოზიცია უცვლელია, რომ აუცილებელია დამნაშავეთა წრე გაიზარდოს და დაისაჯონ არა მხოლოდ მკვლელობის შემსრულებლები, არამედ მისი დამკვეთებიც. გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ნიკო კვარაცხელიას დედამ მიმართვა გაავრცელა. იზა ომაძე წერილში კანონის აღსრულებას ითხოვს.