18 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
ნედ პრაისის განცხადებით, ვაშინგტონი ცნობებს ჯერ ვერ ადასტურებს, თუმცა რუსების მიერ მარიუპოლში ქიმიური აგენტების შესაძლო გამოყენების შესახებ სანდო ინფორმაცია აქამდეც ჰქონდათ

მარიუპოლიდან გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სპიკერმა. ნედ პრაისმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცნობებს ჯერ ვერ ადასტურებს, თუმცა რუსების მიერ ქიმიური აგენტების შესაძლო გამოყენების შესახებ სანდო ინფორმაცია აქამდეც ჰქონდათ, რომელიც უკრაინელ პარტნიორებს გაუზიარეს.

"ჯერ ვერ დავადასტურებთ ქიმიური იარაღის გამოყენების ცნობებს მარიუპოლში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დღემდე ჩვენ გვქონდა სანდო ინფორმაცია, რომ შესაძლოა რუსები ქიმიური აგენტების, პოტენციურად სხვა აგენტებთან შერეული ცრემლსადენი გაზის გამოსაყენებლად ემზადებოდნენ, მარიუპოლში უკრაინული თავდაცვითი ძალების შესუსტების მიზნით. ეს ინფორმაცია ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს გავუზიარეთ. ჩვენ ვაპირებთ მათთან უშუალო საუბრებს, რათა შევეცადოთ დავადგინოთ ზუსტად რა მოხდა იქ," - განაცხადა ნედ პრაისმა.

დღის ამბები