16 ნოემბერი 2024,   01:21
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - საქართველოს 8 მოქალაქე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული დღევანდელი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო რეჟიმთან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში, საქართველოს 8 მოქალაქე რჩება, მათგან ორი ყოფილი სამხედრო - მამუკა ჩხიკვაძე და ლევან მაჩაბელი არიან. მამუკა ჩხიკვაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში ხვალ გაიმართება. ლაშა ხეთერელს კი, ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.  

ასევე, რამდენიმე დღეში დატოვებს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორს ვალდიმერ კანიაშვილი, რომელსაც 6 თვიანი ე.წ. პატიმრობის ვადა ეწურება.

დღის ამბები