21 დეკემბერი 2024,   17:09
ვრცლად
სასამართლოს განაჩენი ნიკო კვარაცხელიას საქმეზე პარასკევს გახდება ცნობილი - დამკვეთი კვლავ არ ჩანს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მოსამართლე საბოლოო განაჩენს პარასკევს გამოაცხადებს. განსასჯელთა სკამზე 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ორი პირი, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სხედან.

დღეს პირველად, 8 თვის განმავლობაში, სასამართლო განხილვას მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედა დაესწრო. იზა ომაძე დარწმუნებულია, რომ ბრალდებულებმა მკვლელობა ჯგუფურად, დაკვეთით ჩაიდინეს. კვარაცხელიების ოჯახს ეჭვი აქვს, რომ შემზარავი დანაშაული ნიკოს წარმატებულ საქმიანობას უკავშირდება და ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარისთვის ცნობილია იმ პირების ვინაობაც რომლებმაც დანაშაული დაუკვეთეს და დაგეგმეს. პროკურატურაში მკვლელობაში მონაწილე პირთა საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ბრალდებული გიორგი კავილაძე კი დღევანდელ სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მას მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და მხოლოდ დანაშაულის დაფარვას აღიარებს. კავილაძესგან განსხვავებით სასამართლოს დარბაზში თავის მართლება არ უცდია ჭელიძეს.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისის ცენტრში, გასული წლის 15 სექტემბერს აკო ჭელიძემ 10 ტყვიის გასროლით მოკლა. ის დანაშაულის ადგილზე, მეგობარმა კავილაძემ ნაქირავები ავტომობილით მიიყვანა.

დღის ამბები