07 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
როდის მიაღწევენ ქართული სიმღერები მთვარეს - სამი ქართული სიმღერა, რომელიც კოსმოსში შეინახება

"აფხაზური ვარადო," "ლაშარის გზაზე" და "ეგზერსისი" - ეს ის სამი ქართული სიმღერაა, რომელიც მალე მთვარეზე გაიგზავნება. გორის ქალთა კამერული გუნდის ნამუშევრები სამუელ პერალტას პროექტში მოხვდა, რომელსაც ნასა ახორციელებს. პროექტის იდეაა, მთვარეზე მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები - ნახატები, წიგნები, ფილმები, მუსიკალური ნაწარმოებები გაიგზავნოს.

უკვე ცნობილია, რომ კოსმოსში შეინახება, როგორც ჟღერადობა, ისე ინფორმაცია ქართული მუსიკის შესახებ. სიმღერები რომელთა შესრულებით გორის ქალთა კამერულმა გუნდმა მსოფლიო აუდიტორია აღაფრთოვანა, მთვარეს 2024 წელს მიაღწევს.

პროექტით "მთვარის კოდექსი" ქართულ სიმღერასთან ერთად თანამგზავრზე გაციფრულებული სახით მთელი მსოფლიოდან შერჩეული 18 ათასი ხელოვნების ნამუშევარი გაიგზავნება. ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ დედამიწის ყველაზე მეტად ღირებული მატერიალურ რესურს ჰქონდეს ალტერნატიული საცავი და მარადიულად დარჩეს კოსმოსს ის ძვირფასეულობით სავსე განძი, რასაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ.

დღის ამბები