30 აგვისტო 2026,   01:06
ვრცლად
დაბომბილი ქალაქები და ქუჩებიდან გამქრალი ცხედრები - უკრაინაში ომის 49-ე დღე თენდება

უკრაინაში ომის 49-ე დღე თენდება - ქვეყნის არაერთ ქალაქში, მათ შორის ხარკოვში, გვიან ღამით ძლიერი აფეთქებები იყო. კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, რუსული აგრესიის შედეგად აღმოჩენილია დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის 720-ზე მეტი ცხედარია, 200-ზე მეტი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

რაც შეეხება მარიუპოლს - ალყაში მოქცეული ქალაქის მერის ინფორმაციით, ქალაქში,  დაახლოებით, 21 ათასი ადამიანია დაღუპული, თუმცა, ქუჩაში მიმდინარე ბრძოლების გამო, ისინი იძულებული გახდნენ, ცხედრების დათვლა შეეწყვიტათ. ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ცხედრები ქუჩებიდან ქრება და ამაზე პასუხისმგებლობა რუსულ ძალებს ეკისრება. უკრაინის ომბუდსმენის მონაცემებით კი რუსეთმა მარიუპოლის 33 ათასი მცხოვრები რუსეთში ან აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იძულებით გადაიყვანეს.

უკრაინის "ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი" ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ მცირე 20 ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ იუწყება. მონაცემებს ადასტურებს ქვეყნის გენერალური პროკურატურა.

აშშ კი, სავარაუდოდ, დღეს უკრაინისთვის დამატებით, 750 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მიწოდებას შესახებ განცხადებას გააკეთებს. ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღჭურვილობა, სავარაუდოდ, მოიცავს უკრაინისთვის მძიმე სახმელეთო საარტილერიო სისტემების, მათ შორის ჰაუბიცების, მიწოდებას.

პარალელურად, უკრაინისთვის დამატებით 1, 5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დააანონსა მსოფლიო ბანკმა.

დღის ამბები