20 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელი უბნები დაბომბა: დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 10

უკრაინაში ომის 50-ე დღე თენდება - რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელი უბნები დაბომბა: დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 10. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, იზიუმის მიმართულებით რეგიონში კვლავ რთული მდგომარეობაა. ამავდროულად, მისი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ პოზიციებს, ანადგურებენ ტექნიკას და თანდათანობით გადადიან კონტრშეტევაზე დერგაჩოვის და როგანის მიმართულებით. რეგიონში მიმდინარეობს ევაკუაცია ლოზოვაიადან და ბარვენკოვოდან.

"ჩვენ კატეგორიულად ვურჩევთ მოსახლეობას დროებით დატოვოს ეს ტერიტორიები, რადგან აქ საომარი მოქმედებების გაჩაღების ალბათობა არსებობს. რა თქმა უნდა, გვსურს ლიპციიდან და ცირკუნოვიდან ევაკუაცია, მაგრამ რუსი მტერი არ თანხმდება ჩვენთვის "მწვანე" დერეფნების გახსნას," - აღნიშნა ოლეგ სინეგუბოვმა.

უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსი დამპყრობლების 8 თავდასხმა მოიგერიეს - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გაერთიანებული ძალების სამხედროებმა მიმდინარე დღის განმავლობაში წარმატებით მოიგერიეს მოწინააღმდეგის 8 თავდასხმა. უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ერთი ტანკი, 4 ჯავშანტექნიკა და 6 მანქანა, 1 საარტილერიო სისტემა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები