24 აგვისტო 2026,   09:33
ვრცლად
განათლების მინისტრმა ახალგორიდან დევნილ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს დედაენის დღე მიულოცა

დედაენის დღე მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა წეროვნის დევნილთა დასახლებაში ახალგორიდან დევნილ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს. მიხეილ ჩხენკელი მარიამ გიგაურს შინ ეწვია და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. 69 წლის პედაგოგი აგვისტოს ომამდე ახალგორის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 2009 წლიდან კი მშობლიურ ენას დიდი ლიახვისა და ქსნის ხეობიდან დევნილ მოსწავლეებს წეროვანში აყვარებს.

დღის ამბები