ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის დამატებითი 500 მილიონს გამოყოფს. გადაწყვეტილება დამტკიცებულია. ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
თანხა მოხმარდება პერსონალური დამცავი აღჭურვილობების, სამხედრო აღჭურვილობების, საწვავსა და პირველადი დახმარების კომპლექტების შეძენას.
"შემდეგი კვირები გადამწყვეტი იქნება. რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში შეტევის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა დავიცვათ მისი ტერიტორია და მოსახლეობა," - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის მიერ გაღებული ფინანსური დახმარების საერთო ოდენობა მილიარდნახევარ ევროს მიაღწევს.