პარლამენტში, სესიაზე მეორე მოსმენით განიხილეს განათლების შესახებ კანონში ცვლილებები. უმრავლესობის ინიციატივით, 1 ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვები სკოლაში წასვლას 5 წლის ასაკშიც შეძლებენ.
ოპოზიციას პრეტენზიები აქვს. "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ საკითხის განხილვა არასამთავრობო სექტორის და მშობლების ჩართულობით უნდა მოხდეს.
საპარლამენტო უმრავლესობა კი ამბობს, რომ საკითხს "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და ბავშვების ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს.