21 დეკემბერი 2024,   18:28
ვრცლად
გლდანში მდებარე "ბეკოს" მაღაზია კიდევ ერთხელ გაქურდეს - წაღებულია, დაახლოებით, 10 ათასი ლარის ტექნიკა

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია "ბეკო" გაქურდეს.
წაღებულია 10 მობილური ტელეფონი, ზარალი, დაახლოებით, 10 ათას ლარს შეადგენს.

"ბეკოში" აცხადებენ, რომ დანაშაული არასრულწლოვანთა დაჯგუფებას უკავშირდება. ისინი აღნიშნავენ, რომ მაღაზია ერთი წლის განმავლობაში ექვსჯერ გაძარცვეს, ამოღებულია კამერის ჩანაწერები.

სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. 

დღის ამბები