პროექტი "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე დედაქალაქის მერმა პროექტის მონაწილე ქვეყნებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელებს სიტყვით მიმართა და მომავალში მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.
თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წელის 23 აპრილს გახდა, ხოლო მიმდინარე წლის 23 აპრილს კი სტატუსს მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცემს.