კიევის მახლობლად კაცმა (ფსევდონიმით "მგელი") 12 რუსი აგრესორი მარტოდმარტომ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
უწყების ცნობით, "მგელმა" საკუთარი სპორტული და სანადირო იარაღით 10-ზე მეტი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა. ამის გარდა მან მოახერხა დედაქალაქში შეჭრილი მტრის ჯავშანტრანსპორტიორის ეკიპაჟის განადგურება.
"მგელი" წითელ ჯვარს 23 ადამიანის ევაკუაციაშიც დაეხმარა, რომელთა შორის 9 ბავშვი იყო.
საოკუპაციო ძალების შემოსვლის შემდეგ ის უკრაინულ დაზვერვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის განლაგების შესახებ ზუსტ ინფორმაციასაც აწვდიდა.
უწყება უსაფრთხოების მიზნით, მამაკაცის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ნათქვამია, რომ მისი გმირობა შესაბამისად დაფასდება.