საქართველოს კულტურის სამინისტრომ ანსამბლ "სახიობას" ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, ანსამბლ "სახიობას“ წარმომადგენელი, დავით აბრამიშვილი და ანსამბლის წევრები, ასევე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი გაბუნია ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა. სახელმწიფოს მხრიდან ანსამბლების სამოსით უზრუნველყოფა დაახლოებით 15 წელია არ მომხდარა, რის გამოც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბერში გამოყოფილ იქნა 197 999 ლარი და მიმდინარე წლის პირველ სემესტრში 12 სხვადასხვა ანსამბლის ხელოვანებს მათ საჭიროებაზე მორგებული სასცენო სამოსი და აქსესუარები ექნებათ.
ანსამბლებისთვისა და სოლისტებისთვის სასცენო სამოსის შესაძენად ტენდერი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. ტრადიციული სასცენო სამოსის შეკერვას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ფაფანაკი" უზრუნველყოფს.