25 აპრილი 2024,   18:13
ვრცლად
"ზოგიერთი მონაცემით, მკვეთრად შესუსტდა მარიუპოლის რუსული ჯგუფი" - არესტოვიჩი​

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსული ჯარის ჯგუფი, რომელიც მარიუპოლის ბლოკადას განაგრძობს, შესუსტდა.

"ზოგიერთი მონაცემით, მკვეთრად შესუსტდა მარიუპოლის რუსული ჯგუფი. ეს მონაცემები ცხადია გადამოწმებას საჭიროებს, მაგრამ ისინი თითქმის ორჯერ შემცირდნენ. ოკუპანტები მარიუპოლში ყველა შესაძლო საშუალებას იყენებენ, მათ შორის მძიმე ულტრაბგერით Ту-22-ის ტიპის თვითმფრინავებს ქარხანა "აზოვსტალზე" თავისუფალი ვარდნის ბომბების ჩამოსაყრელად. მაგრამ "აზოვსტალის" ქარხანაში ისეთი თავშესაფრებია და ისეთი მიწისქვეშა შესაძლებლობებია, რომ Ту-22-ის თვითმფრინავებიც კი ვერ გაართმევენ თავს," - განაცხადა არესტოვიჩმა.

დღის ამბები