ზელენსკის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი დღეს დილით ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ხუთი ძლიერი სარაკეტო დარტყმა ერთდროულად ძველ ევროპულ ლვოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რუსები აგრძელებენ უკრაინის ქალაქებზე ბარბაროსულ საჰაერო თავდასხმებს, ცინიკურად უცხადებენ მთელ მსოფლიოს თავიანთ "უფლებას"... მოკლან უკრაინელები," - წერს პოდოლიაკი.
ლვოვზე საჰაერო დარტყმა დღეს დილით განხორციელდა. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.