05 მაისი 2024,   06:42
ვრცლად
"კურიერი" სოფელ ბუზოვაიაში შევიდა, რომელიც 1 თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული  - რუსებმა იერიში მიიტანეს სამშობიაროზე, სადაც 7 ჩვილი და 10 მშობიარე იმყოფებოდა

ნგრევის და სისხლის კვალი, რომელიც ოკუპანტებმა კიევთან მდებარე კიდევ ერთ დასახლებაში დატოვეს - "კურიერი" დღეს სოფელ ბუზოვაიაში შევიდა, რომელიც 1 თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული და რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს ყველაფერი, რისი წაღებაც ვერ შეძლეს. მათ შორისაა სამშობიარო სახლი, რომელზეც იერიში საოკუპაციო ძალებმა იმ დროს მიიტანეს, როდესაც იქ 7 ჩვილი და 10 მშობიარე იმყოფებოდა.

რუსული სამხედრო ტექნიკის კიდევ ერთი სასაფლაო ბუზოვას ცენტრშია - დასახლება კიევთან ახლოს 1 თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული. ოკუპაციის შედეგი კი თვალსაჩინოა: მიწასთან გასწორებული შენობები, სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები, დანაღმული მანქანები და დაბომბილი საბავშვო დაწესებულებები.

ბუზოვაიას სამშობიარო, სადაც რუსული სამხედრო იერიშისას 10 მშობიარე და 7 ჩვილი იმყოფებოდა. აგრესორებმა შენობის დანიშნულების შესახებ იცოდნენ - ისინი სამშობიაროდან 100 მეტრის დაშორებით იდგნენ. 

დაინგრა, ასევე, სკოლა, რომელსაც თავს 100-მდე ადგილობრივი აფარებდა. 

ბავშვები მშობლებთან ერთად სარდაფში თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმალებოდნენ. პარალელურად იყო თავდასხმები. აგრესორებმა იცოდნენ, რომ სკოლას თავს ბავშვები აფარებდნენ, მაგრამ ეს მათთვის წინაღობა არ ყოფილა.

დღის ამბები