ფრანგული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა უკრაიინის საკითხზე ევროკავშირის ლიდერებთან და ევროპული ქვეყნების მეთაურებთან შეხვედრა მოიწვია.
მედიასაშუალება ელისეის სასახლის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, პოლონეთისა და რუმინეთის ლიდერებთან შედგება. მას დაესწრებიან NATO-ს გენერალური მდივანი, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებიც.