20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
რა დავალება მისცა სააკაშვილმა ენმ-ს - ექსპრეზიდენტი პოლიტიკურ განცხადებებს სავარაუდოდ, ხვალ სასამართლო პროცესზე გააკეთებს

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესზე გააკეთებს. მასთან დღეს ადვოკატი იმყოფებოდა. დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, თუმცა ის პროცესს დაესწრება. 

"უკვე მეოთხე თვეა მასთან არ დაუშვიათ მისი ექიმი, ასევე არ უშვებენ კონსილიუმის წევრებს. ბუნებრივია, ეს მიუთითებს სწორედ ხელისუფლების ნებაზე რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ მიიღოს ადეკვატური მკურნალობა, რაც ბუნებრივია ნიშნავს მისი ფუნდამენტური უფლებების ხელყოფას. ხვალინდელ პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილი, რაც შეეხება იმას, რას იტყვის, ეს გამოჩნდება ხვალ" - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

 

 

დღის ამბები