03 მაისი 2024,   11:23
ვრცლად
საბედისწერო გასროლა პოლიციელის იარაღიდან - რა ვითარებაში დაიღუპა 30 წლის მამაკაცი, რომლის დაკავებასაც სამართალდამცავი ცდილობდა

გასროლა წყნეთში, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა როგორც 30 წლის მამაკაცისთვის, ისე პოლიციელისთვის, რომელიც მის დაკავებას ცდილობდა - დეტექტივს ახლა 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემთხვევა წუხელ მოხდა.

მამაკაცი, რომელიც წყნეთში, წინასწარი ინფორმაციით, ტაქსით დამარხული ნარკოტიკის ასაღებად ავიდა, გასროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით,  ზურაბ გველესიანმა დეტექტივს წინააღმდეგობა გაუწია. ერთი ვერსიით, ის პოლიციის გამოჩენის შემდეგ, მიწიდან აღებული ნარკოტიკის გადაყლაპვასაც ცდილობდა, რისი საშუალებაც დეტექტივმა არ მისცა, გასროლა კი სწორედ ფიზიკური დაპირიპირების დროს შემთხვევით მოხდა.

საგამოძიებო მოქმედებების კვალი წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩის 28 ნომერში ახლაც შესამჩნევია. 30 წლის მამაკაცი პოლიციელის სამსახურეობრივი იარაღიდან შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ზურაბ გველესიანს ცეცხნასროლი ჭირლობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტს შეესწრნენ ადგილობრივებიც. ერთ-ერთი თვითმხილველი "კურიერთან" იხსენებს, რომ გარდაცვლილი გუდიაშვილის ქუჩაზე ტაქსით მივიდა, მანქანიდან გადმოსული კი მიმდიბარე ტერიტორიაზე მისთვის უცნობ კონკრეტულ ნივთს ეძებდა. რესპონდენტი ამბობს, რომ დაახლოებით 2 წუთში ზურაბ გველესიანთან პოლიციელი მივიდა და მისი დაკავება სცადა, რა დროსაც მოხდა გასროლა და მამაკაცი მიწაზე დაეცა.

პოლიციელი, რომელსაც სამსახურეობივი უფლებამოსილების შესრულების დროს იარაღიდან გაუვარდა, უკვე დაკავებულია. გავრცელებული ინფრომაციით, ის განყოფილებაში თავად მივიდა. მას კოლეგები მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ, ერიკ წურწუმიას წინააღმდეგ გამოძიება სიცოცლხის გაუფრთხილებლობით მოსპობის და უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. დაკავებულს იცავს ადვოკატი, თუმცა საქმის მასალების სრულად გაცნობამდე ინტერსების დამცველი კომენტარს არ აკეტებს.

წყნეთში მომხადრმკვლელობაზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გამომძიებლებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გამოკითხეს მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზები, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც. მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ უწყებაში ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა.

დაკავებული პოლიციელი ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი იყო, ახლა ის წინასწარი მოათავსების იზოლატორაშია და ბრალის წარდგენას ელოდება. გარდაცვლილი ზურაბ გველესიანი პროზექტურიდან საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენებს, მოკლულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს მომხდარის შესახებ, ამ ეტაპზე, საუბარი არ სურთ.

დღის ამბები