24 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
ათენში რუსეთის მხარდამჭერ ავტოკოლონას ორი ქართველი ჯოხებით დაესხა თავს – საბერძნეთის პოლიციამ მათ მძიმე ბრალდებები წარუდგინა

26 და 27 წლის ქართველებს ათენის პოლიცია მძიმე ბრალდებებს უყენებს – მკვლელობის მცდელობა, სხვა სახელმწიფოს სიმბოლიკის შეურაცხყოფა, რასიზმი, სხვისი ქონების დაზიანება და დაუმორჩილებლობა. ამ კვალიფიკაციით დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე ომონიაზე მომხდარი ინციდენტის გამო. 

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ათენის ცენტრში პრორუსული ავტოკოლონის მსვლელობა  გაიმართა, რაც ორმა ქართველმა გააპროტესტა. ისინი მსვლელობას ჯოხებით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ პუტინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს, ასევე დააზიანეს რუსების ავტომობილები.  

პროკურატურის ცნობით, ინციდენტში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ინდეტიფიცირების მიზნით, გამოძიება გრძელდება. 

დაკავებული ქართველების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს ის ტანსაცმელი, რაც მათ ინციდენტის დროს ეცვათ.

დღის ამბები