24 ნოემბერი 2026,   12:09
ვრცლად
არის რისკები, რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასთან, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ორგანოებით ვაჭრობასთან - ლევან მაჭავარიანი სუროგაციის აკრძალვაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სუროგაციას თან დიდი რისკი ახლავს, რომელიც შესაძლოა ტრეფიკინგთან და ორგანოებით ვაჭრობასთან იყოს დაკავშირებული.

მისი თქმით, ამ პროცედურით ხშირად უცხოელები სარგებლობდნენ, რაც რისკებისგან დაზღვევისა და კონტროლის პროცესს კიდევ უფრო ართულებდა.

"ეს არის საკითხი, რომელიც ცალკე ინდუსტრიად გადაიქცა. სამწუხაროდ, ამ ინდუსტრიის მაქსიმალური კომერციალიზაცია მოხდა და არის ძალიან სერიოზული ბიზნესი.

ეს არის რისკები რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასთან, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ორგანოებით ვაჭრობასთან. ეთიკური და მორალური რისკი ახლავს ამ ყველაფერს.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, მთლიანად აკრძალულია ეს მიმართულება. დარჩენილია მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ჩვენც შევუერთდით აკრძალვის გადაწყვეტილებას.

აქტიური კონსულტაციები გვქონდა საპატრიარქოსთანაც, შევაჯერეთ ჩვენი აზრები და, საბოლოო ჯამში, გუნდში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ 100%-დან 98%-ის შემთხვევაში ამ სერვისით უცხოელები სარგებლობდნენ. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო რთულია გაკონტროლება, შემდეგ რა პროცესებში იზრდებოდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები