27 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
"კონფლიქტი საქართველოში" - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე განიხილეს 

"კონფლიქტი საქართველოში" - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში განიხილეს საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე. მასში ასახულია ბოლო 5 თვის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.

კონკრეტულ ფაქტებთან ერთად ევროპის საბჭოს გენმდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზეც.

ანგარიშის განხილვის ფარგლებში შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. ლაშა დარსალიამ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფასა და ევროპული უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების მნიშვნელობაზე.

დღის ამბები