01 მაისი 2024,   08:16
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუტის შენობაში, ტვერში ძლიერი ხანძარია - არის მსხვერპლი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, რომელიც ტვერში მდებარეობს, ძლიერი ხანძარია. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარს 2 ადმიანი ემსხვერპლა, დაშავდა 22. ადგილზე მუშაობენ ექიმები და მაშველები. 

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დაშავებულებს დახმარება სასწრაფო დახმარების 14-მა ბრიგადამ აღმოუჩინა. 

უკრაინული გამოცემა "უნიანი" წერს, რომ სწორედ ამ შენობაში ამზადებდნენ "ისკანდერებს" და სხვა კომპლექსებს, რომელსაც უკრაინის ომში გამოიყენებდნენ. 

დღის ამბები