01 მაისი 2024,   01:16
ვრცლად
სროლა ჭავჭავაძის გამზირზე - 359 ნომერ ავტობუსში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ერთ-ერთი მგზავრი დაჭრა

სროლა ავტობუსში - 359 ნომერ ავტობუსში მგზავრებს შორის დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.

"კურიერი" ავტობუსის მძღოლს ესაუბრა, რომლის თქმითაც სროლის ხმა გაიგო, თუმცა არაფერი დაუნახავს.

შემთხვევისას ავტობუსი ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებოდა.

ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 
დღის ამბები