29 აგვისტო 2026,   22:31
ვრცლად
ნაპოვნია კიდევ ერთი საერთო სამარხი მარიუპოლთან, სადაც ოკუპანტებმა სავარაუდოდ 1 000 ადამიანი დამარხეს - თანამგზავრიდან გადაღებული ახალი კადრები

მარიუპოლთან სავარაუდოდ კიდევ ერთი ახალი საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ცოტა ხნის წინ, თანამგზავრიდან გადაღებული ახალი ფოტოები გავრცელდა, სადაც აღნიშნული სამარხი ჩანს, მისი ლოკაცია მარიუპოლთან 5 კილომეტრში სოფელი ვინდოგრადნაიასთან მდებარეობს.

საერთო სამარხის სიგრძე 45 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მასში დაახლოებით 1 000 ადამიანის ცხედარი იქნება დამარხული.

დღის ამბები